მამუკა მდინარაძე - ყველა ადამიანი ვალდებული იქნება უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით მიკვლევადობა, ე.წ. დაჩიპვა - უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი

მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა - ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ძაღლის „უპატრონოდ მიგდება“ მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება დასჯადი.

„საქართველოს მასშტაბით უპატრონო ძაღლების რაოდენობა მერყეობს 300 000-დან 350 000-მდე. ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, ამ ცხოველების შესაბამის ბაზებში შეყვანას და იმ პროცედურების დაცვას და აღსრულებას, რაც უპატრონო ძაღლების გამრავლების პრევენციას მოახდენს. ასევე, ამ მიმართულებით ავამუშავებთ ელექტრონულ პროგრამას და მივიღებთ მარეგულირებელ კანონს, რომლის მიხედვითაც გაუადვილდება ძაღლის მეპატრონის მიკვლევადობა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი კანონი, რომლის მიხედვითაც მარტივად ცხოველის გარეთ დატოვება იქნება შეუძლებელი. ყველა ადამიანი ვალდებული იქნება მიკვლევადობა უზრუნველყოს თავის ცხოველთან მიმართებით, ე.წ. დაჩიპვა, ისეთი ნიშანი დაადოს, რომ შემდეგ გარეთ დარჩენილი ცხოველის იდენტიფიცირება იყოს შესაძლებელი და უპატრონოდ ძაღლის მიგდება იქნება მაღალი ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯადი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს