Reuters - იტალიაში მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა

იტალიაში მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების შესახებ რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე რეფერენდუმში, რომელიც იტალიის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მისაღებად საჭირო ქვეყანაში ცხოვრების პერიოდის 10-დან 5 წლამდე შემცირებასა და სამუშაო რეფორმებს ითვალისწინებდა, ხმა ამომრჩეველთა მხოლოდ 30%-მა მისცა.

რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით ოპოზიციურმა მემარცხენე, ცენტრისტულმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და პროფკავშირებმა 4,5 მილიონზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ და ქვეყნის მთავრობამ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ რეფერენდუმისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ.

„ეს მემარცხენეებისა და ოპოზიციის მარცხია, რომლებსაც სურდათ რეფერენდუმის დახმარებით მთავრობაზე თავდასხმა განეხორციელებინათ. ეს არ გამოვიდა, მთავრობა გაძლიერდა, ოპოზიცია კი დასუსტდა“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს