მამუკა მდინარაძე - თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, დასაცინები გავხდებოდით - ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა - ამით მე პირადად, ვამაყობ

გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 10 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საქართველო აშშ-ს კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას დაასწრებდა, ამის გამო, დასცინებდნენ, თუმცა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მისივე თქმით, მომავალში კიდევ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-სა და ევროპაში, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო.

"თუ შენ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იდენტიფიცირება გაადვილდეს. ეს არის საფუძველი საქართველოშიც, აშშ-შიც უკვე, იმისა, რომ ნიღბების ტარება აიკრძალა აქციების დროს, ისე, სხვა ადგილას და სხვა დროს, ნიღბის ტარებას არავინ არავის უკრძალავს. თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთი წლით, ორი წლის, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იმავეს ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში. 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით - მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ. ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ისეთი „უსამშობლოები არიან, მიიჩნევენ, რაც დანაშაულია აშშ-ში, ის დასაშვებია საქართველოში“.

"ესენი [ოპოზიცია] ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში - ეს მიდგომა აქვთ. ქართველი პოლიციელი არ ანაღვლებთ, ამერიკელი პოლიციელი დაცული უნდა იყოს და ქართველი პოლიციელი არ უნდა იყოს დაცული - ამაზე დაეთანხმებიან, ჰკითხეთ თუ გინდათ. აგენტებს შეუძლიათ, მათ ესროლონ ფეიერვერკი და შემდეგ თქვან, რომ რა პრობლემაა, ეს მშვიდობიანი აქციაა. ერთადერთი კარგი რაც არის ამ ყველაფერში, ის არის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხედავს, რამხელა არამხოლოდ ორმაგ სტანდარტთან, არამედ რამხელა ულოგიკობასთან და უსამშობლობასთან გვაქვს საქმე ჩვენი ე.წ. ოპოზიციის, უფრო სწორად თუ დავარქმევთ, უსამშობლო ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია