გიგი წერეთელი - პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად

თინა ბოკუჩავას ოჯახზე ზეწოლა და მისი მეუღლის ამგვარი მეთოდით დაშინება, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რაზეც მან წლების წინ საჯაროდ მოიბოდიშა, მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება და ხელისუფლების სისუსტის ნიშანია, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აცხადებს.

გიგი წერეთლის შეფასებით, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლოებში პოლიტიკური ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების პროცესებს, სინდისის პატიმრების და მათი ოჯახების შეუპოვარ ბრძოლას ოლიგარქიის წინააღმდეგ, საპროტესტო საზოგადოების უწყვეტ აქციებს თვეების განმავლობაში და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაკარგვის სამწუხარო რეალობას. ამ ვითარებაში „ოცნების“ ხელისუფლებას პასუხი მხოლოდ რეპრესიები და ძალის დემონსტრირებაა. პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ანგარიშსწორება და დაშინება გახდა სისტემის ერთადერთი ინსტრუმენტი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას და აღრმავებს არსებულ კრიზისს. ამავდროულად, ეს ვერ შეაჩერებს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და ცივილიზებული მომავლისთვის ბრძოლას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს