რაფაელ გროსი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმა გაამყარებს ირანის გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ

ისრაელის დარტყმა ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ირანის გადაწყვეტილებას გაამყარებს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.

„შესაძლოა, დარტყმას გამაერთიანებელი ეფექტი ჰქონდეს, რაც ირანის გადაწყვეტილებას, ბირთვული იარაღი შექმნას ან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გავიდეს, გაამყარებს“, - განაცხადა რაფაელ გროსიმ.

მისი თქმით, ეჭვი ეპარება, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყამს.

„ეს პროგრამა ფართო და ღრმაა. ამ ობიექტებიდან ბევრი ძალიან კარგად არის დაცული. ამისთვის ძალიან ძლიერი დამანგრეველი ძალა იქნება საჭირო“, - აღნიშნა გროსიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს