ლოს-ანჯელესში პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

ლოს-ანჯელესში პოლიციასა და საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. სამართალდამცავებმა მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და მანათობელი ხელყუმბარები გამოიყენეს.

ამასთან, სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ის სხვა ქალაქებიც შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციები გაიმართა სანტა-ანასა და სან-ფრანცისკოში, სადაც კვირას დაახლოებით 150 ადამიანი დააკავეს. მომიტინგეები შეიკრიბნენ ნიუ-იორკშიც, სადაც, პოლიციის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ატლანტაში აქციის მონაწილეები საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) შენობის წინ შეიკრიბნენ და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილსა და დალასშიც.

ამასთან, პროფკავშირების ლიდერებმა პროფკავშირების გავლენიანი ხელმძღვანელის, დევიდ უერტას გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს და მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა ბოსტონში, პიტსბურგში, შარლოტში, სიეტლში, ვაშინგტონსა და რამდენიმე სხვა შტატში, მათ შორის კონექტიკუტსა და ნიუ-იორკში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!