კალიფორნიის გუბერნატორი - თავდაცვის მდივანი საზღვაო ქვეითებს უკანონოდ განალაგებს ამერიკის ქუჩებში - სარჩელს შევიტანთ

აშშ-ის საზღვაო ქვეითები ამ ქვეყნისთვის ღირებულ მიზანს ემსახურებიან - დემოკრატიის დაცვას. ისინი პოლიტიკური პაიკები არ არიან, - ასე ეხმაურება კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითების განლაგებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თავდაცვის მდივანი მათ ამერიკის ქუჩებში უკანონოდ განალაგებს.

„ეს ძალაუფლების აშკარა ბოროტად გამოყენებაა. ჩვენ ამის შესაჩერებლად სასამართლოში სარჩელს შევიტანთ. სასამართლოებმა და კონგრესმა უნდა იმოქმედონ. კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები იშლება. ეს წითელი ხაზია - და ისინი მას კვეთენ. გაიღვიძეთ!“ - წერს კალიფორნიის გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლოს-ანჯელესში, სადაც საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, 700 საზღვაო ქვეითი განალაგოს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, საზღვაო ქვეითების განლაგება ლოს-ანჯელესში წესრიგის აღსადგენად ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს