ბექა ლილუაშვილი - „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა“ არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო აღარ გაგრძელდება - დიდი რისკების და პრობლემების კასკადი გროვდება ეკონომიკაში და პასუხისმგებლობა სრულად „ოცნებაზეა“

როგორც ჩანს, „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა" არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ფერმერებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.

„როგორც ჩანს „მცირემიწიან ფერმერთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა" არასაკმარისი საბიუჯეტო რესურსების გამო მიმდინარე წელს აღარ გაგრძელდება!

40-50 მილიონი ლარით - ათი ათასობით ფერმერის მიერ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა და მათი მხარდაჭერა ხდებოდა ე.წ. ქულათა სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები გლეხებისთვის. ეს მხარდაჭერა, როგორც ჩანს, გაჩერებულია!

„ბიუჯეტში ფული არაა” - ეს ფორმულირება ბოლო რამდენიმე თვეში სხვადასხვა დროს და ადგილას ბევრჯერ გაჟღერდა (საკრებულოებში, საბიუჯეტო ცვლილებების მომზადებისას და ა.შ. ), მაგრამ „ოცნების” ხელისუფლება, თუ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, თანაც საარჩევნო წელს, მხარდაჭერის პროგრამას შეუწყვეტდა ვერ წარმომედგინა - ალბათ, ვერც იმ ფერმერებს წარმოედგინათ, არჩევნებზე მაინც „ოცნებას” რომ მისცეს ხმა...

„მდუღარე” ეკონომიკის პირობებში - გადასახადების შესრულების გეგმას სერიოზული პრობლემები აქვს, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები - დრამატულად შემცირებულია, „ოცნება” საარჩევნო წელს გლეხებს მხარდაჭერას უჩერებს, მრჩევლები - უხელფასოზე გადაჰყავს, სახელმწიფო კომპანიებიდან ხალხს მასიურად ათავისუფლებს... აბა ლოგიკა?!

სამწუხაროდ დიდი რისკების და დიდი პრობლემების კასკადი გროვდება ეკონომიკაში და ამაზე პასუხისმგებლობა სრულად „ოცნებაზეა“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს