დონალდ ტრამპი გრეტა თუნბერგზე - უცნაური ადამიანია, ვფიქრობ, მან სიბრაზის მართვის კურსი უნდა გაიაროს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შვედ გარემოსდამცველსა და აქტივისტს, გრეტა თუნბერგს, რომელიც ისრაელის მთავრობამ სხვა აქტივისტებთან ერთად იმ დროს დააკავა, როცა ღაზასთვის გემით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ცდილობდნენ, „სიბრაზის მართვის კურსის გავლას“ ურჩევს, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„ის უცნაური ადამიანია. ის ახალგაზრდა, გაბრაზებული ადამიანია. ის ნამდვილად განსხვავებულია. ვფიქრობ, რომ მან სიბრაზის მართვის კურსი უნდა გაიაროს. ეს არის ჩემი მთავარი რეკომენდაცია მისთვის“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, რა არის მისი მესიჯი თუნბერგისთვის.

შეგახსენებთ, ისრაელის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Madleen-ი და მასზე მყოფი 12 ადამიანი გუშინ დააკავეს, როდესაც გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. დაკავებულებს შორის შვედი გარემოსდამცველი და აქტივისტი, გრეტა თუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც არიან. გემი, რომელსაც „თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია“ (FFC) მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდა.

ისრაელის საგარეო უწყებამ დღეს განაცხადა, რომ გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაციას განახორციელებს.

„უახლოეს რამდენიმე საათში „სელფის იახტის“ მგზავრების ნაწილი ქვეყანას დატოვებს. ისინი, ვინც დეპორტაციის დოკუმენტებზე ხელმოწერასა და ისრაელის დატოვებაზე უარს განაცხადებენ, დეპორტაციის ნებართვის მიღების მიზნით ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგებიან“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს