პოლიციელი ბექა წოწკოლაური - პოლიციელმა თედო აბრამოვის ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ლურჯ „იზოლენტში“ იყო გახვეული - პოლიციელს უნდა გადაეღო ვიდეო, მაგრამ აბრამოვმა წინააღმდეგობა გაგვიწია და ვერ მოხერხდა

გიორგი თევდორაშვილმა [პოლიციელი] [თედო აბრამოვის] მარჯვენა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ლურჯ „იზოლენტში“ იყო გახვეული, შემდეგ დაილუქა, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესზე პოლიციელმა ბექა წოწკოლაურმა განაცხადა.

ის იმ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა, რა დროსაც აბრამოვის დაკავება მოხდა. როგორც მან განმარტა, მათ გაუგზავნეს თედო აბრამოვის სურათი, რომ მას შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალებები ჰქონოდა.

„დაიბნა, წასვლა უნდოდა, ამის საშუალება არ მივეცით. განვუმარტეთ, რომ ჩხრეკას განვახორციელებდით და თუკი, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა, გავუშვებდით.

გიორგი თევდორაშვილმა [პოლიციელი] მარჯვენა ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ლურჯ „იზოლენტში“ იყო გახვეული, დაილუქა.

გიორგი თევდორაშვილს უნდა გადაეღო[ვიდეო], მაგრამ წინააღმდეგობა გაგვიწია და ვერ მოხერხდა. გიორგიმ ამოიღო ტელეფონი, მაგრამ წინააღმდეგობის გამო ისევ ჯიბეში ჩაიდო, რომ პიროვნება ან არ გაქცეულიყო, ან ნივთმტკიცება არ გაენადგურებინა",- განაცხადა პოლიციელმა.

თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს.

აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს