რუსეთში გაუჩინარებული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იპოვეს

რუსეთში გაუჩინარებული „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იპოვეს, ეკიპაჟის ყველა წევრი ცოცხალია, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თვითმფრინავი იპოვეს, ყველა ცოცხალია“, - დაწერა იაკუტიის ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ევგენი პერფილიევმა „ტელეგრამის“ არხზე.

შეგახსენებთ, მსუბუქი მრავალფუნქციური „ან-2“ ტიპის თვითმფრინავი იუკუტიაში დღეს დილით მაშინ გაუჩინარდა, როდესაც ტყის ხანძრების საჰაერო მონიტორინგს ახორციელებდა.

„როსავიაციის“ ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი პილოტი და სამი სპეციალისტი დამკვირვებელი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება