შალვა პაპუაშვილი - მინდა წინასწარ მივმართო იმ ელჩებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩვენზე ხშირად ხვდებიან ნიკა გვარამიას და მსგავს ოპოზიციონერებს, ლამის ყოველ კვირა შეხვედრები აქვთ და გულში იხუტებენ, ნუ წააქეზებენ მათ კანონდარღვევაზე

მინდა წინასწარ მივმართო იმ ელჩებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩვენზე ხშირად ხვდებიან ნიკა გვარამიას და მსგავს ოპოზიციონერებს, ლამის ყოველ კვირა შეხვედრები აქვთ და გულში ძალიან იხუტებენ, ნუ წააქეზებენ მათ კანონდარღვევაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

პაპუაშვილის შეფასებით, რადგანაც ნიკა გვარამია გირაოს არ იხდის, მას გააზრებული აქვს, აღნიშნულს რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

„მინდა საელჩოებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს მოვუწოდო, რომ შემდეგ ყალბი ნარატივის გავრცელებას, აქედანვე სჯობს მას მოუწოდონ, რომ გირაო გადაიხადოს. ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს?! - მელიას საქმე - როცა ევროკავშირმა მას გირაო გადაუხადა და ამით საერთო ჯამში, რადიკალიზმი ოპოზიციის მხრიდან წახალისდა. ჩვეულებრივი პროცესი მიდის, გირაო შეფარდებული იყო, მას [ნიკა გვარამიას] შეეძლო ეს გირაო თავისუფლად გადაეხადა. გირაოს გადახდაში მხოლოდ ფულის გადახდა არ იგულისხმება, მაგალითად: სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის გიორგი ვაშაძემ უძრავი ქონება ჩადეს, როგორც გარანტი. ასე რომ მასაც [ნიკა გვარამიას] შეეძლო ასე მოქცეულიყო, როგორც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მოიქცნენ. ვინაიდან ასე არ იქცევა, როგორც ჩანს, მას [ნიკა გვარამიას] გააზრებული აქვს, [აღნიშნულს] რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ის სასამართლო პრაქტიკას ძალიან კარგად იცნობს.

მინდა წინასწარ მივმართო იმ ელჩებს, დონორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ გამოდიან ხოლმე და განცხადებებს აკეთებენ. ისინი ჩვენზე ხშირად ხვდებიან ნიკა გვარამიას და მსგავს ოპოზიციონერებს, ლამის ყოველ კვირა შეხვედრები აქვთ და გულში ძალიან იხუტებენ, ნუ წააქეზებენ მათ კანონდარღვევაზე და თუკი წააქეზებენ, შემდეგ ზოგიერთი ელჩის მხრიდან ნიანგის ცრემლები არ იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ მათივე წაქეზებული კანონდარღვევის გამო ადამიანისთვის კანონიერი შედეგები შეიძლება დადგეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს