„გრანტების შესახებ“ კანონში გრანტის ცნების ჩანაწერი ზუსტდება - გრანტად იქნება მიჩნეული ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია

„გრანტების შესახებ“ კანონში გრანტის ცნების ჩანაწერი კიდევ მეტად ზუსტდება - გრანტად იქნება მიჩნეული ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა. მის მიერ წარდგენილი ცვლილებები “გრანტების შესახებ“ იმ კანონპროექტის ნაწილი იქნება, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერაზმუს+ (Erasmus+) ფარგლებში განხორციელებული გრანტები მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.

თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან დაკავშირებით იქნება და ის ჰუმანიტარულ სფეროს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს უკავშირდება. მისივე თქმით, ასევე კანონით დაზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტების ნუსხა და მკაფიოდ მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული ნებისმიერი ფინანსური სახსრები შეიძლება გრანტად იქნას მიჩნეულნი.

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს.

ამასთან, “ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია. უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს