დიმიტრი პესკოვი - ევროპა ომზეა ორიენტირებული - რუსეთთან საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს

ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება, ზოგიერთს ეს უკვე ესმის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ევროპამ რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული შეთანხმება უნდა დადოს.

„ჯერჯერობით ევროპასთან სამომავლო შეთანხმებებში საერთო ენა არ ჩანს, ევროპა კვლავ ომზეა ორიენტირებული, ევროპა, ასე ვთქვათ, მილიტარისტულ ყოყოჩობაშია ჩართული და საერთო ენის ძიების სურვილის აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ არსებობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, ვინც ამას ხვდებიან, ადასტურებენ, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში საერთო უსაფრთხოების არქიტექტურაზე ფიქრი საჭირო გახდება. ამას ვერსად გაექცევი“, - აღნიშნა პესკოვმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი