ახალი კამპუსი და სტუდენტების გაზრდილი რაოდენობა BTU-ში

ახალი კამპუსი და 11 000 სტუდენტი - BTU ახალ 2025-2026 სასწავლო წელს მასშტაბური სიახლეებით ხვდება. თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემის ფარგლებში მეორე კამპუსმა ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ის აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას და მრავალფუნქციურ სტუდენტურ სივრცეებს. ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ორივე კამპუსი სრულად დაიტვირთება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კამპუსი 6 000-მდე კვ.მ. სივრცეს მოიცავს და მისი ინფრასტრუქტურა დამატებით არაერთი ინოვაციური პროექტისა და ახალი პროგრამის ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა. მის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია „ბიბლუსის“ მაღაზია და წიგნის კაფე, სადაც ლიტერატურული შეხვედრები, წიგნების პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები გაიმართება.

ახალ სივრცეში შეიქმნა ქვეყანაში პირველი გაფართოებული რეალობის სტუდენტური ლაბორატორია XR LAB, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად მომზადდა. ამ დრომდე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 6 ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ლაბს აერთიანებს, რომელთა შორისაა: AI LAB, IOS & ANDROID LAB, CYBERLAB, BLOCKCHAIN LAB და MICROSOFT LAB.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა, დღეს მოწინავე საგანმანათლებლო სივრცეა და სტუდენტებს ყველაზე მოთხოვნად სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. მთავარი უპირატესობა, რაც BTU-ს სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ერთმანეთთან კავშირში სწავლებაა.

ახალი სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტი სტუდენტების უპრეცედენტოდ გაზრდილ რაოდენობას ელოდება. 3 და 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამები, 1 და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამები, რეგიონში უნიკალური სადოქტორო საფეხურის პროგრამები სტუდენტებს ერთდროულად ორი, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეტაპზე BTU შემდეგ სასწავლო პროგრამებს ახორციელებს:

საბაკალავრო პროგრამები

  • ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში - 150 ადგილი
  • საინფორმაციოტექნოლოგიები - 450 ადგილი
  • კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი - 300 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 300 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 150 ადგილი
  • ციფრული მარკეტინგი - 525 ადგილი

სამაგისტრო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება აღმასრულებელი მენეჯერებისთვის - 50 ადგილი
  • ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები - 50 ადგილი
  • ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps - 50 ადგილი
  • საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები - 50 ადგილი

სადოქტორო პროგრამები:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში

გარდა ამისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2025 წლის ზაფხულის მობილობისთვის 235 ადგილს აცხადებს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო