მამუკა მდინარაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე - როცა განცხადება პოზიტიურია, ეს კარგია, თუმცა, მთავარია მოქმედება, საქართველო მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისათვის

როდესაც განცხადება პოზიტიურია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მოქმედება ამ შემთხვევაშიც მთავარია. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისათვის - ასე გვჯეროდა და გვინდა ასე გვჯეროდეს მომავალშიც. საქართველო იბრძოდა ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ჯარების მხარდამხარ და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ამ საქმეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისათვის, რაც საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლითაც დაამტკიცა. შესაბამისად, მდინარაძის განცხადებით, ქვეყანა ითხოვს შემხვედრ ნაბიჯებს და არა განცხადებებს.

„რამდენიმე წლის წინაც კი, ძალიან გვიხაროდა თითოეული პოზიტიური განცხადება და ძალიან სენსიტიურები ვიყავით თითოეული კრიტიკული განცხადების მიმართ. შემდეგ, ქართველმა ხალხმა აღმოაჩინა, რომ თითოეული განცხადების უკან, იმ განცხადებების ავტორების ინტერესები იმალებოდა - ეს ბუნებრივი ამბავია. საქართველო სხვასთან დაკავშირებით რომ აკეთებს განცხადებას, ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებიდან გამოდის. არ გვიკვირს არც ერთი გერმანელის, ფრანგის, ამერიკელის, ბრიტანელის განცხადება, სადაც უპირატესია მისივე ქვეყნის ან იმ ძალების ინტერესები, რომელ ძალებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. მაგრამ, ჩვენ გვიკვირს, პრინციპში აღარც გვიკვირს მაგრამ, ალბათ, ასე უნდა ვთქვათ მაინც, საქართველოს იმ მოქალაქეების განცხადებები, რომლებიც მხარს უჭერენ სხვას და არა საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ სამშობლოს. როდესაც განცხადება პოზიტიურია, ეს ძალიან კარგია, თუმცა, მოქმედება ამ შემთხვევაშიც მთავარია. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც მხარდამხარ იბრძოდა და იბრძვის დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვიდობისათვის - ასე გვჯეროდა და გვინდა ასე გვჯეროდეს მომავალშიც. საქართველო იბრძოდა ნატოს სხვადასხვა ქვეყნის ჯარების მხარდამხარ და არის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ამ საქმეში. საქართველომ, თავისი ჯარისკაცების სიცოცხლითაც კი დაამტკიცა, რომ ის ერთგულია ღირებულებების და მშვიდობის უპირატესი ინტერესის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ინტერესები შეიცვალა და მერე ვიღაცას მოუნდა, რომ საქართველო ომის ინტერესების თანაზიარი ყოფილიყო. ამაში ვიღაცებს არ შევყევით და კრიტიკაც, ძალიან სერიოზული, მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში. მაშინ, როდესაც საუბარი იყო მშვიდობისათვის ბრძოლაზე, ქართველი ჯარისკაცები იღუპებოდნენ. შესაბამისად, ჩვენ შემხვედრ ნაბიჯებს ვითხოვთ და არა განცხადებებს. განცხადება შეიძლება ძალიან კარგი იყოს, მაგრამ, ნაბიჯი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს ბუქარესტის და შემდგომი სამიტების გადაწყვეტილებებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო