ანა ბუჩუკური - ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა - ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ

ბოიკოტზე დისკუსიების ეტაპი ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა - ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებზე მსჯელობა. ახლა ამ ეტაპზე ვართ და უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კონკრეტული გეგმა აქვს, რომლის შესახებაც მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ეს ეტაპი, არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, უკვე გავლილი გვაქვს. გავიარეთ ეს ეტაპი და უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, მთავარი ამოცანაა ნეიტრალური, არაპარტიული, არაპოლიტიკური კანდიდატების ირგვლივ მსჯელობა. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ გადასულები.

ჩვენს გუნდს გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც ძალიან მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად მივუყვებით და ამ გეგმას, როცა დრო მოვა, გაგაცნობთ. დანარჩენი, ვინ რას იტყვის, ერთმანეთს როგორ გალანძღავენ, ჩვენ მიმართ რა ისტერია იქნება, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება