„თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს

ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ახალი მიმართულების „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანიაში კორპორაციული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება იწყება. ბიზნესმომხმარებლები, რომლებიც ფლობენ ან მართავენ სატვირთო და კომერციულ ტექნიკას, პრემიუმ ხარისხის Shell-ისა და Mobil-ის ზეთებს „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სააქციო ფასად შეიძენენ:

  • Shell Rimula & Mobil Delvac-ის 15W40 სიბლანტის ძრავის ზეთი - 1 ლიტრი 8,5 ლარ
  • Shell Rimula & Mobil Delvac-ის 10W40 სიბლანტის ძრავის ზეთი - 1 ლიტრი 11 ლარი

შეთავაზება სრულად მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული და მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ოპერაციული ხარჯების შემცირებით მათი ბიზნესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „თეგეტა ბიზნესის“ ინიციატივა 10 ივნისიდან შევა ძალაში და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მიხეილ ვაშაკიძე, „თეგეტა მოტორსის“ გაყიდვების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა ბიზნესებმა შეძლონ სტაბილურად ფუნქციონირება და ამ ინიციატივის ამოსავალი წერტილი სწორედ ჩვენი კორპორაციული მომხმარებლები არიან. ბაზრის შესწავლის შემდეგ პირველი შეთავაზებისთვის სატვირთო და სპეციალური ტექნიკის ძრავის ზეთები შევარჩიეთ. ინიციატივა „თეგეტა მოტორსის“ მრავალწლიანი პარტნიორების, Shell-ისა და Mobil-ის, ჩართულობით დამუშავდა და მომზადდა. მსოფლიო ბრენდები სრულად იზიარებენ ჩვენს წამოწყებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და პროცესში ერთვებიან. შედეგად, შესაძლებლობა გვაქვს, ბიზნესმომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ, რაც მათ არა მხოლოდ ხარჯების ოპტიმიზაციაში, არამედ ტექნიკის ხანგრძლივ მუშაობასა და ბიზნესის უწყვეტად წარმოებაში დაეხმარება.

ეს არის პირველი ნაბიჯი იმ წამოწყებაში, რომელსაც ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე ანალოგი არ აქვს. „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში არაერთი შეთავაზება უკვე დამუშავების პროცესშია, მათ შორის არის სხვადასხვა საავტომობილო პროდუქტი თუ მაღალი სტანდარტის სერვისი, რომლის მიღებაც ჩვენს ფილიალებშია შესაძლებელი.

გვჯერა, რომ ასეთ მხარდაჭერას რეალური ეფექტი ექნება ბაზარზე, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება“.

სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი. სატვირთო და კომერციული ტექნიკის მფლობელები პრემიუმ ხარისხის პროდუქციას მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძენენ.

უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდები, Shell და Mobil, ძრავის ზეთების ბაზარზე ლიდერის პოზიციას წლებია, ინარჩუნებენ.

ბრიტანული ბრენდი Shell მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად მიიჩნევა. Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL - ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში, რაც ძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

ამერიკული ბრენდის, Mobil-ის, პროდუქციის ხარისხი დამტკიცებულია როგორც ლაბორატორიულად, ისე მილიარდობით კილომეტრის პრაქტიკული გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Mobil-ის ზეთები გამოირჩევა მაღალი თერმული სტაბილურობით, რაც უზრუნველყოფს ძრავის დაცვას მაღალი ტემპერატურების პირობებში.

უახლოეს პერიოდში „თეგეტა მოტორსი“ შეთავაზებების პაკეტს კიდევ უფრო გააფართოებს და მოიცავს ყველა სახის ტექნიკას, საავტომობილო პროდუქტებს როგორც მძიმე და სპეციალური ავტოტრანსპორტის, ისე მსუბუქი მანქანებისათვის, ასევე თანამედროვე დანადგარებსა და ინსტრუმენტებს - ყველაფერს, რაც საავტომობილო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.

ახალი მიმართულება „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციული მომხმარებლებისთვის არის განკუთვნილი და მათი მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. მთავარი ფოკუსი იმ ბიზნესკომპანიებზეა, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანად მართვა.

ჰოლდინგში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ინოვაციებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებას და ქმნიან ბიზნესგარემოს, სადაც ტექნიკური სანდოობა და ფინანსური გამჭვირვალობა მთავარი ღირებულებებია. შედეგად, საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია ადასტურებს ახალი წამოწყების მთავარ მიზანს, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბიზნესებს და წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო