მამუკა მდინარაძე შსს-ში საკადრო ცვლილებებზე - 90%-ზე მეტი გარკვეული როტაცია იყო - ადამიანი 6-7-10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე, აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში არ უნდა მუშაობდეს

90%-ზე მეტი გარკვეული როტაცია იყო და ბუნებრივია, ამას მივესალმებით - მე პირადად მიმაჩნია, რომ 6-7-10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე, აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში ადამიანი არ უნდა მუშაობდეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

მისივე თქმით, გელა გელაძემ მიიღო გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა.

„ჩემით აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ განცხადებები იმ ლოგიკაზე არ გავაკეთოთ, რომელი ლოგიკითაც სხვა მოქმედებს. თუ საუბარია ლოგიკაზე, ეს გელა გელაძეს უნდა ჰკითხოთ, რა ლოგიკით განხორციელდა ეს გადანაცვლებები. 90%-ზე მეტი გარკვეული როტაცია იყო და ბუნებრივია, ამას მივესალმებით. მე პირადად მიმაჩნია, რომ 6-7-10 წელი ერთი და იგივე თანამდებობაზე, აღმასრულებელ რგოლში, საპოლიციო და მსგავს უწყებებში ადამიანი არ უნდა მუშაობდეს. მაგალითად: ვაჟა სირაძე, რომელიც უდავოდ სერიოზული პროფესიონალია და თავისი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, ის დიდი წარმატებით ართმევს და ართმევდა თავს თავის მოვალეობას. მისმა პერსონამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სამაგალითო პოლიციელი იყოს. ის ასევე გადავიდა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და თუ რანგებით ავიღებთ, ალბათ, თანაბარი პოზიციაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებებს პროფესიონალები ახორციელებენ. გელა გელაძე ამ საქმეში არის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ საკადრო გადაადგილებები, მათ შორის, როგორც სხვა რამ არ ეშლება და სწორად მართავს თავის უწყებას, ეს ყველაფერი უკვე იგრძნობა, ამასაც სწორად განახორციელებს. მინდა მივესალმო მის ნაბიჯებს, კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული რეფორმატორული მიდგომების შესახებ. ამ ყველაფერს თავს ვახტანგ გომელაური ძალიან დიდი წარმატებით ართმევდა, გელა გელაძემ მიიღო გამოწვევა, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესოს ასეთი რეფორმატორული დინამიკა”, - განაცხადა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში გადავიდა.

„ჩემი ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილი კადრების განკარგულებაში გადავიდა. თუ მისი ნება იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან. კადრების განკარგულებაში პოზიციური ცვლილებების შემდეგ გადადიან. როგორც ვიცი ორ თვიანი ვადაა. როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანი არის კადრების განკარგულებაში. თქვენ რომ დათხოვნილს ეძახით, სინამდვილეში ისინი პოლიციის პირად შემადგენლობაში რჩებიან. მე თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, თუ თავად პატაკი არ დაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები არ დატოვა, ის სხვა პოზიციაზე გადანაცვლდება”, - აღნიშნა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნული, რომან ქარცივაძე „ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდა, რაზეც მდინარაძემ განმარტა, რომ „თუ ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში რაღაც პოზიციაზე მუშაობდა, ეს „ნაცობას“ არ ნიშნავს“.

„ნაცების“ დროს ადამიანი რაღაც პოზიციას იკავებდა - გმირი პოლიციელი იყო, თავის სამშობლოს ემსახურებოდა. დღეს ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები მხარდამჭერებიც კი არ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ და თქვენ გინდათ, ამ ადამიანებს „ნაცის“ იარლიყი მოარგოთ, ეს არ გამოგივათ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არცერთი „ნაცი“, არცერთ უწყებაში, თანამდებობაზე ძალიან მალე არ იქნება. თითქმის უკვე გაწმენდილია!“ - აღნიშნა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია