ირმა ზავრადაშვილი ლევან იოსელიანს - თქვენი ანგარიში ყველა მოქალაქის სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო! - შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, რაც ჩემი, ჩემი კოლეგების მიმართ ხორციელდება, აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს

თქვენი ანგარიში ყველა მოქალაქის სახალხო დამცველის ანგარიში არ იყო! - მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დარჩენოდათ განცდა, რომ მათ პოზიციებსაც დაიცავთ! - დღევანდელი ანგარიშის შემდეგ, მილიონ 200 ათას ადამიანს ასეთი განცდა არ დარჩა! - ასე მიმართა სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირმა ზავრადაშვილმა.

ზავრადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში როგორც პოლიციელის და პოლიციის სტრუქტურის ავტორიტეტია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის ავტორიტეტი.

„შეურაცხყოფა, უპატივცემულობა, რაც ჩემი, ჩემი კოლეგების და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების მიმართ ხორციელდება აღუნიშნავი არ უნდა დარჩეს. მნიშვნელოვანი იქნებოდა მინიმუმ ფაქტი მაინც დაგესახელებინათ“, - მიმართა იოსელიანს ირმა ზავრადაშვილმა.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტი ლევან იოსელიანმა წარადგინა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა