აშშ-ის ვაჭრობის მდივანი - აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა.

„გუშინ მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ალბათ დღესაც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, ერთად დიდ დროს ვატარებთ“, - განაცხადა ჰოვარდ ლუტნიკმა.

ცნობისთვის, აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფებთან და ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გუშინ, ლონდონში დაიწყო. აშშ-ის დელეგაციას სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მდივანი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი წარმოადგენენ, ხოლო ჩინეთის დელეგაციას ქვეყნის ვიცე-პრემიერი, ჰე ლიფენგი ხელმძღვანელობს.

აშშ-სა და ჩინეთის დელეგაციებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ თვეში ჟენევაში გაიმართა. ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა 90-დღიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც ერთმანეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები შეამცირეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს