მამუკა მდინარაძე უკანონო მიგრაციაზე - ამ პრობლემამ დიდი ზიანი მიაყენა ევროპის ბევრ სახელმწიფოს, არ დავუშვებთ, ამ ტიპის ზიანი თუნდაც, 1%-ით მიადგეს ჩვენს სახელმწიფოს - ქართველებმა კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის ფასი, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს

ვერ ვიტყოდი, რომ რამეს ვერ უზრუნველყოფდა, მაგრამ როგორც ჩანს გამკაცრება მიგრანტების მიმართულებით ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ არალეგალურად მყოფი ადამიანი რამდენიმე ათასი ფიქსირდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უკანონო მიგრაციის შესახებ საუბრისას.

მდინარაძის თქმით, „ეს არის პრობლემა, რომელმაც უკვე დიდი ზიანი მიაყენა ევროპის ბევრ სახელმწიფოს“. მისივე განცხადებით, თუ არალეგალურია ადამიანის მიგრაცია საქართველოში, ის უფრო მკაცრი წესებით იქნება გაძევებული ქვეყნიდან.

„სხვათა შორის, ძალიან გაბერილი ციფრებია. არალეგალური მიგრანტების შესახებ ვიდეოს აუცილებლად შექმნი, თუ მათი თავშეყრის ადგილზე მიხვალ და ვიდეოს გადაიღებ. ეს არის უტრირებული, გაბერილი ამბავია, თუმცა, რეალურადაც ეს პრობლემა დღის წესრიგში დგება. ეს არის პრობლემა, რომელმაც უკვე დიდი ზიანი მიაყენა ევროპის ბევრ სახელმწიფოს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ტიპის ზიანი, თუნდაც, ერთი პროცენტითაც ჩვენს სახელმწიფოს მიადგეს. ჩვენ, ქართველებმა, მსოფლიოში ყველაზე კარგად ვიცით სტუმარ-მასპინძლობის ფასი. დიდი სიხარულით, დიდი სიყვარულით ვიღებთ ნებისმიერი ეთნოსის სტუმრებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესი. თუ არალეგალურია ადამიანის მიგრაცია საქართველოში, ის უფრო მკაცრი წესებით იქნება გაძევებული ამ ქვეყნიდან და გარანტიას ვიძლევით, რომ ჩვენ არ დაგვემართება ის, რაც სამწუხაროდ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას უკვე დაემართა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და შემიძლია დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომელიც ამაზე წუხს, რომ არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩვენი მაცხოვრებლებისგან მათი აზრებისგან, მათი განწყობებისგან დამოუკიდებლად ვიღაც დომინანტი გახდება 10-20 წლის შემდეგ, ასეთი რისკი არ იარსებებს, ამას ჩვენ გადავაზღვევთ ბოლომდე. სტუმარს ერქმევა სტუმარი და რა თქმა უნდა მივიღებთ ბევრ სტუმარს, ბევრ ტურისტს, მაგრამ უკანონო მიგრაციის მიმართ ვიქნებით აუცილებლად მკაცრები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს