ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებული, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი, გია თვალავაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თვალავაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა. როგორც მან განმარტა, გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

„გია თვალავაძეს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. მრავალწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და ის სრულად გაამართლა. შემიძლია ცალსახად განვაცხადო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ გია თვალავაძეს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ გადაცდომას, არანაირ კანონდარღვევას. რა თქმა უნდა, მის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის სამართლიანი და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ღირსეულმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ. ჩვენ გამოვიკვლიეთ უამრავი მტკიცებულება, დავკითხეთ უამრავი მოწმე, ასევე გამოვიკვლიეთ ფარული ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს რიგ შემთხვევაში წარმოდგენილი ჰყავდა მოწმეები, რომლებიც სიმართლეს არ ამბობდნენ. ჩვენ სასამართლოს დავანახეთ მათი ჩვენების არადამაჯერებლობა, ასევე ჩვენ გამოვიკვლიეთ არაერთი ნეიტრალური, უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ცალსახად ადასტურებდა გია თვალავაძის უდანაშაულობას. ამ საქმის ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება უკანონობა იქნებოდა. შესაბამისად, ჩვენ დაცვის მხარე კმაყოფილი ვართ, რომ მრავალწლიანი განხილვების შემდეგ უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა“, - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გია თვალავაძე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი იყო და მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება