უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი - ზელენსკი აწარმოებს კამპანიას უნგრეთში პარტია „ტისას“ სასარგებლოდ - ის უგულებელყოფს ფაქტს, რომ ვიქტორ ორბანი ყოველთვის დაიცავს უნგრეთის და არა უკრაინის ინტერესებს

უნგრეთის მთავრობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ზელენსკის უნგრეთის ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ სასარგებლოდ კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.

„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აწარმოებს კამპანიას უნგრეთში პარტია „ტისას“ სასარგებლოდ და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ანტიევროპელობასა და ომის პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ის აქ არის და უნგრელებს ლექციებს უკითხავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საჯარო კენჭისყრაში, Voks 2025-ში ხმის მიცემამდე. „ვიქტორი ისტორიულ შეცდომას უშვებს“, - ამბობს ის, ცდილობს რა ევროკავშირის ელიტასთან დაახლოებას და სხვებისგან მისი ომის დაფინანსების მოთხოვნას. შესაძლოა, მან ჯერ უნდა გადაამოწმოს, ვინ არის სინამდვილეში ევროკავშირის წევრი“, - წერს უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, ზელენსკი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი, ყოველთვის დაიცავს უნგრეთის და არა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

„ზელენსკი აშკარად უგულებელყოფს მთავარ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრი ორბანი, როგორც უნგრეთის არჩეული ლიდერი, ყოველთვის დაიცავს უნგრეთის და არა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ინტერესებს. მოდით, პირდაპირ ვიტყვი: არა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ინტერესებში არ შედის, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ზელენსკი“, - აცხადებს კოვაჩი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი უკრაინას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. „მას არ ესმის, რომ ამას გაცილებით სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება: უნგრეთის საზოგადოების რადიკალიზაცია და ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება. ის ამით პუტინს სამსახურს უწევს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვიქტორი სერიოზულ ისტორიულ შეცდომას უშვებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს