ლევან იოსელიანი წულუკიანს - არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებენ, უნდა განვსაჯო, ვის დროს არიან მოსული - არ ვიცი, რატომ ამბობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს, თქვენს უფლებებს დავიცავ

მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად, უნდა განვსაჯო, თუ ვის დროს არიან ისინი მოსული. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა და გამოეხმაურა თეა წულუკიანს, რომელმაც სახალხო დამცველს სტრუქტურაში რეორგანიზაციისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ნაწილი მის მისვლამდე მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში და ისინი არ უნდა განისაჯონ იმის მიხედვით, თუ რომელი სახალხო დამცველის დროს დაიწყეს მუშაობა.

„ქალბატონი თეა წულუკიანის მოხსენება საკმაოდ კრიტიკულ იყო. მე ვმუშაობ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მათი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროიდან, ნაწილი მომდევნო სახალხო დამცველების. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად, უნდა განვსაჯო თუ ვის დროს არიან ისინი მოსული. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს.

არ ვიცი, რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩემი იმედი არ გაქვთ, რომ თქვენი უფლებები დავიცვა, მაგრამ დამერწმუნეთ, თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, აუცილებლად დავიცავ. სახალხო დამცველი ადამიანების უფლებებს იცავს სახელმწიფოსგან და პირიქით. ეს არის მანდატის შინაარსი. მე ყოველთვის დავგმობ პოლიციელზე ძალადობას და ამას ნახავთ აქციებთან დაკავშირებით ჩემს ანგარიშშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტები გაკეთდება მოქალაქეებზე“, - განაცხადა მან.

ამასთან, ლევან იოსელიანმა ისაუბრა მარიამ ლაშხისა და გიორგი კალანდარიშვილის შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ამ თემებზე მან ოფიციალური კომენტარი უკვე გააკეთა და ყოველთვის მზად არის, დაიცვას არასრულწლოვნები.

„მინდა, გამოვეხმაურო მარიამ ლაშხის შემთხვევას, ასევე, გიორგი კალანდარიშვილის შვილების შემთხვევას. მე მას (კალანდარიშვილს) დავურეკე და მოვიკითხე, ასევე, საჯარო კომენტარი გავაკეთე და დავგმე მომხდარი. ერთიც და მეორე შემთხვევაც ეხებოდა არასრულწლოვნებს. ორივე ფაქტი არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხდა. ასეთ დროს არასრულწლოვნები იღებენ გაუმართლებელ ზიანს. სწორედ ამიტომ დავგმე და მქონდა რეაგირება“, - განაცხადა მან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო