ლევან იოსელიანი - მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს, დაცლილი პოლიტიკური შეფასებისგან - ძალიან გთხოვთ, თქვენც ნუ მომთხოვთ პოლიტიკურ შეფასებებს

მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს - დაცლილი პოლიტიკური შეფასებისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი პოზიცია. ძალიან გთხოვთ, თქვენც მომავალში ნუ მომთხოვთ პოლიტიკურ შეფასებებს, იმიტომ, რომ როცა მე პოლიტიკურ შეფასებებს დავიწყებ, მე გავალ ჩემი მანდატის ფარგლებიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

იოსელიანის განმარტებით, მისი მანდატის ნაწილი არ არის, რომ პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს.

„ძალიან გთხოვთ, ნუ მთხოვთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. აქ გაიჟღერა, რომ ვიღაც პარლამენტის წევრები ჩამოსულები იყვნენ და რაღაცები ილაპარაკეს…ასეთი საკითხები ჩემს კომპეტენციაში აბსოლუტურად არ შედის. ითქვა, რომ რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო, შეიძლება იყო, შეიძლება ჩამოვიდნენ და რაღაცები ილაპარაკეს, თუმცა, რაც არ უნდა ელაპარაკათ, მე არ ვიცი. ეს ჩემი მანდატის ნაწილი არ არის, რომ ამ ყველაფერზე პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო.

მე თუ ამ გზას დავადგები, დამერწმუნეთ, რომ ეს არავისთვის კარგი არ იქნება. პირველ რიგში, ამ ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ძალიან რთულია, როცა სახალხო დამცველი ხარ და როცა ორივე მხრიდან ზეწოლა არის მარტო ერთ რამეზე - რომ პოლიტიკურად შეაფასო კონკრეტული მოვლენა. აქედან რომ გავალ, ოპოზიციური ტელევიზიები მომთხოვენ ისევ პოლიტიკურ შეფასებას დღეს დაკავებული ადამიანების [შესახებ] - ისინი არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები და ა.შ., რასაც ასევე არ ვაკეთებ. მიმაჩნია, რომ ჩემი პოზიცია ნეიტრალური უნდა იყოს, დაცლილი პოლიტიკური შეფასებისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი პოზიცია. ძალიან გთხოვთ, თქვენც მომავალში ნუ მომთხოვთ პოლიტიკურ შეფასებებს, იმიტომ, რომ როცა მე პოლიტიკურ შეფასებებს დავიწყებ, მე გავალ ჩემი მანდატის ფარგლებიდან. ეს არის, რისიც მჯერა და როგორც ვაპირებ ჩემი ვადის ბოლომდე მუშაობას”, - განაცხადა იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება