მარია ზახაროვა - კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგვიძლია, რომ ვერაფერს ვხედავთ და არაფერი ვიცით - ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ

კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„დღეს, კიევის ტერორისტული ბუნების, მიერ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების დამალვა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგვიძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერაფერს ვხედავთ და არაფერი ვიცით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ

მისი თქმით, უკრაინა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მიღებაზე უარს ამბობს.

„კიევის რეჟიმი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებს. ეს უბრალოდ დეჰუმანიზაციაა. აწარმოებდით თუ არა მათთან დიალოგს? დასხდებოდით თუ არა მათთან მოლაპარაკებების მაგიდასთან? თუ ისინი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებენ, რაზე მეტყველებს ეს? ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს.

გუშინ, უკრაინამ და რუსეთმა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გაცვლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება