გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივნისს 06:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, გარბანი, არშა, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში; 06:00-იდან 06:10 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ვეჯინში, მამკოდაში, ხოდაბუნების ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში თევდორე ტირონის, სარაჯიშვილის, თეთრი გიორგის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში მსხალდიდში, წოდორეთში, მუხათწყაროში, ლისზე, შვინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ხეკორძი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება