ლევან იოსელიანი - გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ თუ ვინმე გაილანძღა, ერთ-ერთი მე ვიყავი, რადგან ვამბობდი, რომ გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა სხვა მიმართულებით იყო კითხვის ნიშნები

სიტყვა “აგენტი” ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იყო, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც მომმართეს და მთხოვეს, რომ ამაზე გამეკეთებინა აქცენტი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანის თქმით, კანონი პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობას იძლეოდა, რის გამოც იუსტიციის მინისტრს მიმართა და პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა.

“არ ვიცი… გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ თუ ვინმე ამ ქვეყანაში გაილანძღა, ალბათ, ერთ-ერთი მე ვიყავი, რადგან მე ვამბობდი, რომ გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და, შესაბამისად, ამ მიმართულებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დამისვამს, თუმცა, სხვა მიმართულებით იყო კითხვის ნიშნები, რაზეც საუბარი იყო ანგარიშში და ეს შეეხებოდა პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობას, რაზეც მივმართე იუსტიციის მინისტრს და მან გაითვალისწინა ნაწილობრივ ზოგადი წინადადება, რაც მომზადდა ამასთან დაკავშირებით. ეს პერსონალური ინფორმაცია დაიხურა, პირადი ნომერი და ბანკის ანგარიში, მაგრამ დარჩა სახელი და გვარი, რომელზეც ასევე ვთხოვდით, რომ ესეც ყოფილიყო დახურული.

ასევე, იცით, რომ სიტყვა აგენტი იყო ბევრისთვის შეურაცხმყოფელი, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც მე მომმართეს და მთხოვეს, რომ ამაზე გამეკეთებინა აქცენტი და ვამბობდი, რომ შეიძლებოდა იმდაგვარი საკანონმდებლო ინიციატივის მიღება, სადაც ვიღაცისთვის ეს არ იქნებოდა შეურაცხმყოფელი, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის. მათი პოზიცია მაშინ იყო ასეთი და ამასაც ვიზიარებდი. ამას ისინი ძალიან კარგად ასაბუთებდნენ”, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება