ლაშა ტუღუში - პარლამენტში განსხვავებული აზრი არის მეხის გავარდნა და ცხადია, არავინ მოითმენდა, შეუტიეს ლევან იოსელიანს - საქმე გვაქვს ავტორიტარიზმთან, მათ არც ომბუდსმენი სჭირდებათ, არც ოპოზიცია, არც მედია და არც ორგანიზაციები

პარლამენტში რომ განსხვავებული აზრი გაიგონ, ეს არის მეხის გავარდნა და ცხადია ამას არავინ მოითმენდა და შეუტიეს ლევან იოსელიანს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

ლაშა ტუღუშის თქმით, ლევან იოსელიანს პარლამენტში სთხოვდნენ ისეთი საკითხების შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ეხება.

„სიტუაცია არის მარტივი. საქმე გვაქვს ავტორიტარიზმთან და პროცესი მიდის იქით, რომ გადაიზარდოს უფრო მტკიცე და მყარ რეჟიმში, რომელიც ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციას და კონცენტრაციას მოახდენს. ასეთ დროს არანაირი განსხვავებული აზრი არ უნდა ისმოდეს მით უმეტეს იმ შენობაში, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, იქ რომ განსხვავებული აზრი გაიგონ, ეს არის მეხის გავარდნა და ცხადია ამას არავინ არ მოითმენდა და შეუტიეს იოსელიანს, რომელმაც უთხრა მათ ის, რაც უთხრა. ასეთ ვითარებაში, რაშიც ქვეყანაა, მათ არც ომბუდსმენი სჭირდებათ, არც ოპოზიცია სჭირდებათ, არც ჟურნალისტი სჭირდებათ, არც მედია და არც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ სჭირდებათ ფეხსაცმლის მწმენდავი, რომელიც პარლამენტის წევრებს დახვდება და დაიწყებს მათ მომსახურებას. ეს არის რეალობა იმიტომ, რომ რასაც სთხოვდნენ იოსელიანს, დაწყებული გეოპოლიტიკური შეფასებიდან, დამთავრებული იმით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებებთან. საუბრობენ უცხოელების ვიზიტებზე ადამიანები, რომელთაგან ზოგი იუსტიციის მინისტრი იყო, ზოგი მაღალ პოზიციებზე, მათ შორის პარლამენტში, ვიცე-სპიკერები, პარტიის ლიდერები. თითქოს დიპლომები აქვთ თითქოს პოლიტიკაში იყვნენ, რაღაც ისწავლეს და ზოგი ადამიანის უფლებათა სპეციალისტია, მაღალი ხარისხის ექსპერტია და რომ ვუსმენდი გეგონება სხვა პლანეტიდან არიან და პარალელურ სამყაროში იცხოვრეს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება