სტუ-ის კურსდამთავრებული - საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიური სწავლების მიღმა მასწავლა დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის ადგილი, სადაც ახალგაზრდის განვითარება ხდება. უნივერსიტეტში გამორჩეული პროფესორები და პედაგოგები მოღვაწეობენ, რომელთა თავდაუზოგავი შრომა ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდას ემსახურება. მათმა დაუღალავმა ძალისხმევამ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სურვილმა ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა, - ამის შესახებ სტუ-ის კურსდამთავრებული შოთა ჭანუყვაძე აცხადებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შოთა ჭანუყვაძემ დოქტორანტურის კურსი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიარა. მისი სადისერტაციო ნაშრომის - ,,ტერორიზმის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები", ხელმძღვანელები არიან პროფესორები ოთარ ჭუმბურიძე და ჯემალ გაბელია.

როგორც შოთა ჭანუყვაძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება განსაზღვრავს მის საქმიანობას სამართალდამცავ ორგანოში.

„ჩემთვის, როგორც პოლიციის ოფიცრისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საგანმანათლებლო დაწესებულება. სწავლების პროცესში არა მხოლოდ თეორიული ცოდნა შევიძინე, არამედ პრაქტიკული უნარებიც, რომლებიც პოლიციაში მუშაობისას უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. კრიმინოლოგიის, სასამართლო ექსპერტიზისა და ტექნოლოგიის კურსებმა შესაძლებლობა მომცა უფრო ზუსტად გამეანალიზებინა შემთხვევები და თანამედროვე საგამოძიებო ტექნიკები გამომეყენებინა. უნივერსიტეტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრასა და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც პოლიციის პროფესიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

აკადემიური სწავლების მიღმა, ამ გამოცდილებამ მასწავლა დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა. პროფესორებთან და თანაკურსელებთან ურთიერთობამ გამიუმჯობესა უნარი, სხვადასხვა პერსპექტივიდან შევაფასო ვითარება, რაც აუცილებელი კომპონენტია ჩემს საქმიანობაში და საშუალებას მაძლევს, ღირსეულად და ერთგულებით ვემსახურო ხალხს და ქვეყანას“, - აცხადებს შოთა ჭანუყვაძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება