პიტ ჰეგსეტი უკრაინის დახმარებაზე - ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება - პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებულია მშვიდობისკენ გზით

აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა.

კერძოდ, კონგრესმენ ჯოსეფ მორელის (დემოკრატიული პარტია) უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების შესახებ კითხვაზე პასუხისას ჰეგსეტმა განაცხადა, რომ “ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება”.

“ამ ბიუჯეტში ეს შემცირდება. როგორც იცით, ეს ადმინისტრაცია ძალიან განსხვავებულად უყურებს ამ კონფლიქტს. გვჯერა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მშვიდობა ორივე მხარისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია. განსაკუთრებით, მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტული ინტერესების გათვალისწინებით.

არა მგონია, რომ სიტყვა “გამარჯვება” ან “მისკენ გზა” კარგად იქნა განმარტებული და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესებულია მშვიდობისკენ გზით, რომელიც მკვლელობასა და ხოცვა-ჟლეტას გააჩერებს”, - განაცხადა ჰეგსეტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს