აკაკი ბობოხიძე - ყაველაშვილის დანიშნულ არჩევნებში თუ იღებ მონაწილეობას, მაშინ როგორ ელაპარაკები დასავლეთს, რომ ზურაბიშვილია პრეზიდენტი? - ერთი მეორეს ხელს უშლის

ყაველაშვილის დანიშნულ არჩევნებში თუ მონაწილეობას იღებ, მაშინ რანაირად ელაპარაკები დასავლეთს, რომ ზურაბიშვილია პრეზიდენტი ისევ, ერთი მეორეს ხელს უშლის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

აკაკი ბობოხიძის თქმით, არჩევნებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს, იძულების გარეშე, აზრი არ აქვს.

„პირობები თუ არ შეიცვალა, მაშინ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ნებისმიერ არჩევნებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს იძულების გარეშე, აზრი არ აქვს. იძულების გარეშე დანიშვნა რას ნიშნავს იცით, უბრალოდ ბიძინამ რომ თქვას, რომ არჩევნებს ნიშნავს, ოღონდ არაფერს ცვლის. არც შიგნით ეშინია ძალის გამოყენების და არც გარედან ზეწოლას ემორჩილება, ასეთ შემთხვევაში მონაწილეობა რომც მივიღოთ, 2024 წლის არჩევნებზე რაც მოხდა, ვერ გაიმეორებს? ისევ ვერ დაწერს?“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან კლასიკური მოქმედებებით შედეგს ვერ მიაღწევ.

„ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა არ აქვს. კრიზისი არის, მაგრამ ახალი არჩევნები მისთვის კრიზისიდან გამოსავალი არ არის იმიტომ, რომ ან ინარჩუნებს ხელისუფლებას ყველა გზით, ან კარგავს ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებასთან კლასიკური მოქმედებებით შედეგს ვერ მიაღწევ, მაშინ ძალადობას ძალადობა უნდა დავუპირისპიროთ, მაგრამ რომ ვაღიარო, ძალადობისთვის არც მზად ვართ და არც სურვილი მაქვს. ერთხელ მაქვს მონაწილეობა უკვე მიღებული და არაფერი კარგი იმან არ მოიტანა. სხვათა შორის მაშინაც დემოკრატიის სახელით მოხდა გადატრიალება 1990 წელს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო