ლოს-ანჯელესის ნაწილში ე.წ. „კომენდანტის საათი“ დაწესდა

ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს ე.წ. საგანგებო „კომენდანტის საათი“ დაწესდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა.

მერის თქმით, „კომენდანტის საათი“ ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კარენ ბასის განმარტებით, ლოს-ანჯელესის ცენტრის ტერიტორია, სადაც კომენდანტის საათი იმოქმედებს, 1 კვადრატული მილია. ქალაქის საერთო ფართობი კი - 502 კვადრატული მილია.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ჯიმ მაკდონელის თქმით, ყველას, ვინც „კომენდანტის საათს“ დაარღვევს, დააპატიმრებენ.

„კომენდანტის საათი აუცილებელი ზომაა სიცოცხლისა და ქონების დასაცავად ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში მზარდი არეულობის შემდეგ“, - განაცხადა მაკდონელმა.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს