ვიქტორ ორბანი - უნგრელ ხალხს უკრაინისთვის სიკვდილი არ სურს, არ გვსურს, ჩვენი შვილები უკრაინის ფრონტზე გაგზავნონ და კუბოებით დაბრუნდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავს დაგვესხა, რადგან უნგრელ ხალხს უკრაინისთვის სიკვდილი არ სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

“უნგრელები თანაგრძნობას გამოხატავენ უკრაინელების მიმართ, მაგრამ უკრაინისთვის სიკვდილი არ სურთ. არ გვსურს, ჩვენი შვილები უკრაინის ფრონტზე, ან თუნდაც უნგრეთის არმიის სახით უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნონ და კუბოებით დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ორბანმა.

მისივე თქმით, უნგრელებს ასევე არ სურთ, რომ მათი ფული უკრაინაში წავიდეს.

“არ გვსურს, უნგრული ფული უკრაინაში წავიდეს. არ გვსურს, რომ უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გამო უნგრეთში კომუნალური გადასახადები ორნახევარჯერ გაიზარდოს“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი უკრაინას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. „მას არ ესმის, რომ ამას გაცილებით სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება: უნგრეთის საზოგადოების რადიკალიზაცია და ანტიუკრაინული განწყობების გაღვივება. ის ამით პუტინს სამსახურს უწევს. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ვიქტორი სერიოზულ ისტორიულ შეცდომას უშვებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს