იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრად 1GB ინტერნეტი მოყვება

სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის, იმედი L-ში საჩუქარია. მომხმარებლები, რომლებიც სამოგზაურო პოლისს შეიძენენ, სხვადასხვა ციფრული არხიდან, მათ შორის იმედი L-ის ვებგვერდზე, პორტალზე ან აპლიკაციაში,საჩუქრად mobineX-ის 1GB საერთაშორისო ინტერნეტს მიიღებენ.

იმედი L-ის და mobineX-ის პარტნიორობის ფარგლებში, ინტერნეტის გამოყენება მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ლოკაციაზე შეუძლიათ. მოგზაურებს, მობილური ინტერნეტით სარგებლობა, როგორც ფიზიკური SIM ბარათით, ასევე eSIM-ის საშუალებით შეუძლიათ.

საჩუქრის მიღება მარტივია – ყველა მომხმარებელს, ვინც სამოგზაურო დაზღვევას იმედი L-ისგან შეიძენს, პრომო კოდი გაეგზავნება, რომლის გამოყენების შედეგადაც, საჩუქრად, 1GB ინტერნეტს მიიღებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი თანამშრომლობები, რომლითაც შევძლებთ ჩვენი დაზღვეულებისთვის სარგებლის შეთავაზებას. სწორედ ამის მაგალითია mobineX-თან პარტნიორობაც, რომლის ფარგლებშიც, სამოგზაურო დაზღვევის შეძენისთანავე, მომხმარებლები საჩუქრად ინტერნეტს მიიღებენ. ამით, ვენი დაზღვეულები ერთი მხრივ მოგზაურობას და საკუთარ ჯანმრთელობას აზღვევენ, მეორე მხრივ კი, ინტერნეტის საშუალებით მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებენ სხვა ქვეყანაში მყოფ ადამიანებთან.” - ამბობენ იმედი L-ში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება