ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი - საპროტესტო აქციებზე ოთხი დღის განმავლობაში 378 ადამიანი დააკავეს

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ქალაქში უკანონო შეკრების ადგილას, საპროტესტო აქციის დაშლისას, მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო და ათობით ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სულ მცირე 378 ადამიანი დააკავეს.

ლოს-ანჯელესის ცენტრში, იმ ნაწილებში, სადაც დემონსტრაციები იმართება, ე.წ. „კომენდანტის საათი“ დააწესეს.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გავრცელდა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სიეტლი, დენვერი, სან-ფრანცისკო, ატლანტა და სხვა.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას - 40, ორშაბათს - 114, სამშაბათს კი - 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება