უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია - მშვიდობა გვსურს, მაგრამ თუ უკრაინა უცხო ქვეყნების ინტერესებით ხელმძღვანელობას გააგრძელებს, იძულებული ვიქნებით, ვუპასუხოთ

რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, „კიევის მხრიდან კომპრომისებზე წასვლის სურვილის არქონა უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების ფასად დაუჯდება“.

„ჩვენ მშვიდობა გვსურს, მაგრამ თუ უკრაინა უცხო ქვეყნების ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობას გააგრძელებს, მაშინ იძულებული ვიქნებით ვუპასუხოთ“, - განაცხადა მედინსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი „ორ ძმას შორის კონფლიქტს ჰგავს“.

„ეს უფროსსა და უმცროს ძმებს შორის კონფლიქტს ჰგავს, იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ჭკვიანი და მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ჩვენ შორის უთანხმოებებს აღრმავებს და სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - აღნიშნა მედინსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს