სემეკმა ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა.

ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალში განთავსებული პუბლიკაციები შეეხება რეგულირებად სექტორებში განხორციელებული პროექტების შეფასებას, სემეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპების მიმოხილვასა და ინოვაციურ პროექტებს.

„ჟურნალში - „ენერგეტიკის რეგულირება“ ყურადღება გამახვილებულია ელექტროენეგრეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირების, წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების, არამიზანშეწონილი საოპერაციო დანახარჯებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის, მომსახურების სფეროში არსებული სიახლეებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, ანალიტიკური ჟურნალი სემეკის საჯაროობისა და ღიაობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს.

„ჟურნალის საშუალებით შევეცადეთ, რომ დაინტერესებულ პირებს გავუზიაროთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დაგროვილი ცოდნის შესახებ. ჟურნალში მიმოხილულია რეგულირებადი სექტორების ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ეფექტიან რეგულირებასთან ერთად სემეკი თავის საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს როგორც სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისათვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას. წლებია, სემეკი ურყევად ინარჩუნებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და აგრძელებს უწყვეტ თანამშრომლობას დაინტერესებულ პირებთან. სემეკის საქმიანობის მთავარი პრინციპი ნათლად არის ასახული სლოგანში „როცა ბალანსი დაცულია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ანალიტიკური ჟურნალის პრეზენტაციისას.

ანალიტიკური ჟურნალი განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება