გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობის“ მუდმივად უცხოეთში ყოფნა, იქ ხვეწნა, „დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, იქ ვეღარაფერს ვაკეთებთ და გავნადგურდით პოლიტიკურადო", ნიშნავს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია უცხოურ ძალებზე

როგორც ჩანს, მათ პატრონებშიც დიდი კითხვის ნიშნებია „ნაცმოძრაობაზე“ და მის ფილიალებზე, იმიტომ რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან აქ - ვეღარც აქციებს აწყობენ, მითუმეტეს, ვეღარც რევოლუციას და პარლამენტშიც აღარ არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ „ნაცმოძრაობა“ და თავისი ფილიალები ლეგიტიმაციას ყოველთვის ეძებდნენ უცხოეთში, ამტკიცებს რომ, ეს არის უცხოური ძალების აგენტურა.

„დიდი განხეთქილებები დაიწყო უკვე და ასეც მოხდება ყოველთვის „ნაცმოძრაობაში“ და მის ფილიალებში. მათი მუდმივად უცხოეთში ყოფნა, იქ ხვეწნა, „დეიდებო, ბიძიებო, დაგვეხმარეთ, იქ ვეღარაფერს ვეღარ ვაკეთებთ და გავნადგურდით პოლიტიკურადო", ზუსტად ამას ნიშნავს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია უცხოურ ძალებზე. რასაც ამბობენ უნდათ, რომ იგივე გამოიყენონ აქ, მაგრამ არ გამოვა, იმიტომ რომ გაშიფრულია თავიდან ბოლომდე უცხოური ძალები უცხოეთში და აქაური აგენტურა საქართველოში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება