დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზად არის ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალა გაიტანოს

რუსეთი მზად არის ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალა გაიტანოს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საჭიროების შემთხვევაში, თუ მხარეები ამას საჭიროდ ჩათვლიან, რუსეთი მზად არის, რომ ირანიდან ზედმეტი ბირთვული მასალის გატანა უზრუნველყოს“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთს ირანთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ბირთვული შეთანხმების მიღწევის მიზნით თეირანსა და ვაშინგტონს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს.

„ჩვენ მზად ვართ, ვაშინგტონსა და თეირანს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული დახმარება გავუწიოთ. მაგალითად, ირანის მიერ წარმოებული ჭარბი ბირთვული მასალის გატანით“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს