გიორგი ჯინჭარაძე - ჩემთვის ემოციურია დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე

ჩემთვის ემოციურია დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე - ჩემი შრომა, ჩემი ენერგია აბსოლუტურად მიმართული იქნება დევნილთა საჭიროებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და არც დროს, არც ენერგიას არ დავზოგავ ამაში, - ამის შესახებ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავმჯდომარის კანდიდატის რანგში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამოსვლისას განაცხადა.

ჯინჭარაძის თქმით, მისი მოტივაცია დევნილი საზოგადოების პრობლემების გადაჭრა იქნება.

„მე, ზოგადად, აფხაზეთის ომის შვილების წარმომადგენელი ვარ. იმ შვილების, რომელთა მშობლებმაც ძალიან მტკივნეული გზა გაიარეს და ეს ტკივილი ღირსეულად ატარეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ჩვენი დევნილი საზოგადოების გამოწვევები გადავჭრათ ოპტიმალურად, რაციონალურად ქმედითი ნაბიჯებით და ჩემი მოტივაცია ამ პრობლემების გადაჭრა იქნება. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის აფხაზეთში დაბრუნება. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ მიზნის ირგვლივ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული დევნილი, ვალდებულია, ამ გზას გავყვეთ და არ გადავუხვიოთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

როგორც აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა. მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია