ნათია თურნავა - ჩვენი საბანკო სისტემა ახერხებს, რომ არ დაარღვიოს სანქციები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის ანგარიშს წარადგენს.

„ჩვენი საბანკო სისტემა განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ეს არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საფინანსო, საბანკო სისტემა არის მჭიდროდ ინტეგრირებული როგორც რეგიონის, ასევე გლობალურ საფინანსო სისტემაში. აქ ჩვენი წამყვანი ბანკები, მათ შორის, „საქართველოს ბანკიც“ არის. ივაჭრება მათი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო ინვესტორები წარმოდგენილები არიან უპირატესად ამ სექტორში. ასევე, საფინანსო ინსტიტუტებიც არიან ერთ-ერთი მიმწოდებლები უცხოური ვალუტის, ხოლო უცხოური ვალუტის სესხები და დეპოზიტები ჯერ კიდევ დიდი დოზითაა წარმოდგენილი ჩვენს საბანკო სისტემაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ნდობა იყოს და ბანკები განუხრელად იცავდნენ სანქციებს. ჩვენ კი ამის ზედამხედველობა განვახორციელოთ. მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი, ფაქტორი არის ადგილობრივი, ჩვენი ქართული კანონმდებლობის დაცვა. მოცემულობა ისეთია, რომ საქართველომ არ შემოიღო ორმხრივი სანქციები, რეგიონის ქვეყნების მიმართ, ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების მიმართ. ამის განმარტებაც და ახსნაც მარტივია.

ჩვენი ბანკები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგულაციის თანახმად, ვალდებულები არიან მოახერხონ და დაიცვან ორივე მოცემულობა. ანუ საერთაშორისო სანქციების დაცვის პირობებში, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობა უნდა იყოს დაცული. ეს არის ჩარჩო, რომელ ჩარჩოშიც რაოდენ გამოწვევებთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული, ჩვენი საბანკო სისტემა ახერხებს, რომ არ დაარღვიოს სანქციები“,-განაცხადა თურნავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის