უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - რუსეთსა და უკრაინას შორის მძიმედ დაჭრილი ტყვეების სასწრაფო გაცვლის პროცესი 12 ივნისს დაიწყება

რუსეთსა და უკრაინას შორის მძიმედ დაჭრილი ტყვეების სასწრაფო გაცვლის პროცესი 12 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.

„სტამბოლის შეთანხმებების შესაბამისად, დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადაცემა დაიწყო. ჩვენ უკრაინულ მხარეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 1212 ჯარისკაცის ცხედარი გადავეცით. მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების 27 ჯარისკაცის ცხედარი დაგვიბრუნეს. ასევე, ხვალ ფრონტის ხაზიდან მძიმედ დაჭრილი ტყვეების სასწრაფო გაცვლას დავიწყებთ“, - განაცხადა მედინსკიმ.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ჯარისკაცების ცხედრების გადაცემის შესახებ მუშაობა გაგრძელდება.

შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს