გიორგი ჯინჭარაძე - ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების წინ წამოწევა იქნება

წლების მანძილზე ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა ძალიან ბევრი გამოწვევა გვიდგას და ჩვენი სამთავრობო პროგრამაც ამ გამოწვევების გადაჭრას ემსახურება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმთავრესი მიზანი აფხაზეთში დაბრუნება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვაა.

გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის მთავრობის ძირითადად პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

„ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვის მიმართულება, მათთვის ხარისხიანი მკურნალობა და ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. მე წლების მანძილზე ჩართული ვიყავი ამ პროცესში და მოგეხსენებათ, მქონდა კავშირი პოლიკლინიკებთან. მაქვს ჩემი ხედვები, რა კუთხითაც შეგვიძლია აღნიშნული მიმართულება განვავითაროთ და ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული, ხარისხიანი სერვისი.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა სამედიცინო დაწესებულებების და ამ კუთხითაც სამთავრობო დაწესებულებებთან კომუნიკაციით, თანამშრომლობით ჩვენ, დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ გამოწვევასაც გადავჭრით გარკვეულწილად და ღირსეულ ინფრასტრუქტურას შევთავაზებთ ჩვენ დევნილებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ასევე, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდების ჩართულობაა სამშვიდობო პროცესში. ამ მიზნით გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, დევნილებს შევთავაზოთ განათლების უზრუნველყოფა მაქსიმალურად და ამ პროცესში გვინდა STEM მიმართულების განვითარება, რადგან STEM მიმართულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების ინფრასტრუქტურა. განათლების სამინისტროში ვკურირებდი ინფრასტრუქტურის სააგენტოს, ასე რომ, ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს და მიზანმიმართულად უკვე, გეგმა-გრაფიკიც მაქვს შემუშავებული როგორც წვრილმანი რეაბილიტაციის, ასევე სრული რეაბილიტაციის კუთხით.

ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აფხაზური ენის პოპულარიზაცია, რადგან აფხაზეთის ხმა უნდა ესმოდეს მთელ მსოფლიოს. ამ კუთხით, ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი კულტურა უნდა წარმოვაჩინოთ მსოფლიო მასშტაბითაც და საქართველოშიც. ასევე, ბევრი კარგი აქტივობა უნდა დავგეგმოთ. ამ მიზნითაც აქტიურად იქნება მთავრობა ჩართული.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ესეც პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მხარს დავუჭერთ და ხელს შევუწყობთ დევნილ მეწარმეებს, მათ განვითარებას, ყურადღება გამახვილდება დევნილ ქალთა მხარდაჭერაზე, იმიტომ, რომ ეკონომიკური მხარდაჭერა არის წინაპირობა შერიგებისა და უშუალოდ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. ეს პრიორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, არის ჩვენი აფხაზეთის სტრუქტურების ოპტიმიზაცია. ეს უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდ. აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, მათი შემოყვანა სისტემაში, მათზე პასუხისმგებლობის გაზრდა, რადგან ზოგადად განათლება და ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის მომავალია. ასე რომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების წინ წამოწევა. ეს არის მოკლედ რისი თქმაც მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული, ერთობლივად მიიღწევა”, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება