ლევან სანიკიძე - დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილია არა ადგილობრივი არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია

დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილია არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია - „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებული და გულახდილია, რომ არავითარი კონკურენტუნარიანი არჩევნები არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ განუცხადა.

სანიკიძის თქმით, ამ შემთხვევაში მეტი პრობლემა ოპოზიციასთან მიმართებაში არსებობს. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, „რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილია არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია და არჩევნებში არ გავლენ, მით ნაკლებად დაზიანდებიან“.

„ოპოზიციაში ჯერ კიდევ არის სეგმენტი, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ აპირებს როგორც საკუთარი თავის მოტყუებას, ამომრჩევლის მოტყუებასაც, რომ თითქოს არჩევნებში გასვლას ტექნიკურადაც რაღაც ფასი აქვს. „ქართული ოცნება“ არც ერთ ვითარებაში, არც ერთ ქალაქში ოპოზიციას გამარჯვებას არ დაუწერს. ცესკო არის უარესი, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ არის, პოლიტიკური პატიმრები ციხეში სხედან და მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება.

ბრიტანეთის საელჩოს განცხადება მიუთითებს, რომ მინიმალური გამჭვირვალობა, რაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყო, ისიც კი აღარ იქნება“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება “გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი