ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დაბლოკვის შესახებ რობერტ ფიცოს განცხადებას პასუხობს

ევროკომისია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, სლოვაკეთთან განიხილავს მის შეშფოთებას ევროკავშირისთვის რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდგომ მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერი, პაულა პინიო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებას, რომ ის დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მანამ, სანამ ევროკავშირი არ შესთავაზებს გამოსავალს იმ კრიზისული სიტუაციიდან, რომლის წინაშეც სლოვაკეთი აღმოჩნდება ევროკავშირში რუსული ენერგორგომატარებლების იმპორტის სრული შეწყვეტის შემდეგ.

„წინა 17 პაკეტი ერთხმად დაამტკიცა 27-მა წევრმა სახელმწიფომ. ეს ჩვენი მიზანი რჩება მე-18 პაკეტისთვისაც. ამიტომ, ვასრულებთ საშინაო დავალებას, ვუკავშირდებით ყველა წევრ სახელმწიფოს და განვიხილავთ მათთან როგორ შეგვიძლია შესაძლო პრობლემების მოგვარება”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ევროკომისია ამჯერადაც თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის სლოვაკეთთან, უსმენს მათ შეშფოთებას და ეძებს მათი მოგვარების გზებს.

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომის დაწყების პერიოდიდან, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან სწორედ რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტის საკითხზე და ჯერჯერობით ეს წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს