კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა

კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კოსოვოს მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოსოვოს მთავრობის განცხადებით, გეგმა წელიწადში აშშ-დან დეპორტირებული 50 ადამიანის მიღებას ითვალისწინებს.

„მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს, შემოთავაზებული სიიდან პირების შერჩევის შესაძლებლობის გათვალისწინებით და იმ პირობით, რომ ისინი კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ კვირას სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბალკანეთის სახელმწიფოებთან აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღების საკითხს განიხილავდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს