„ალდაგსა“ და საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა“ და საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ალდაგის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმი მიზნად ისახავს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ალდაგს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

“მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დავასრულეთ და შესაძლებლობა გვაქვს დავიწყოთ თანამშრომლობა, როგორც საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციასთან, ასევე, მის წევრ კომპანიებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებლობა გვექნება წევრ კომპანიებს გავუზიაროთ ინფორმაცია დაზღვევის საჭიროებისა და ეფექტურობის შესახებ. დაზღვევა გადამზიდავებისთვის არის ერთადერთი მექანიზმი ფინანსური რისკებისგან თავის დასაცავად და გვსურს შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები და დაფარვები,” - განაცხადა „ალდაგის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა, ნონა ბარამიამ.

საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაცია (GALT) საქართველოში რეგისტრირებულ სახმელეთო გადამზიდავებს აერთიანებს და მისი მიზანია ამ სფეროში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების, სანდოობისა და ქართველი გადამზიდავების ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე.

“საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე კვალიფიციური სუბიექტისთვის, როგორც საკუთარი, ასევე დამკვეთის რისკების დაზღვევა, მნიშვნელოვანი მექანიზმია. სამწუხაროდ, ქართველ გადამზიდავთა უმრავლესობა არ სარგებლობს სადაზღვევო პროდუქტებით, რაც გამოწვეულია ინფორმაციის ნაკლებობითა და ხარჯების ოპტიმიზაციით. ალდაგთან თანამშრომლობის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ერთი მხრივ, მივაწოდოთ გადამზიდავებს ყველა ინფორმაცია მათთვის აუცილებელი სადაზღვევო პროდუქტების შესახებ და მეორე მხრივ, ეს პროდუქტები გავხადოთ მათთვის ხელმისაწვდომი,”- განაცხადა საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ნემსაძემ.

ცნობისთვის, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ კორპორაციული დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი კორპორაციული სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება