გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო -პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში - ზემოუბნის, დიდგორის, აღმაშენებლის, კვირაცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში ავჭალის, მშვიდობის, შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფელ გლდანში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში გობრონის, ათონელის, დედოფალ ელენეს და მეფე კონსტანტინეს ჩიხში, კავთას და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ტოლაანთსოფელი, დევენაანთხევი, ჩეკურაანთგორი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 12:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, მისაქციელი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, ხურთისი, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება